logo
ENG



Reuters: პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ

28 აგვ 202317:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/wem19b85cdoqtux.jpg

გამოცემა Reuters-ის ცნობით, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ.

"პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის საზღვართან კრიტიკული ინციდენტის შემთხვევაში, საზღვრებს ერთდროულად დაკეტავენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საზღვართან მოხდება აღნიშნული ინციდენტი, საზღვრები ავტომატურად ყველგან დაიკეტება.

ჩვენ მინსკის ხელისუფლებას და ვაგნერის ჯგუფის მმართველობას მოვუწოდებთ, ვაგნერელებმა სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ.

18 აგვისტოს, ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან ორი სასაზღვრო პუნქტი დახურა, 4 პუნქტი კი ამჟამად ღიაა. 21 აგვისტოს კი ბელარუსში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, ბელარუსში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.


close დახურვა