Reuters სირიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-სადი, სავარაუდოდ, ავიკატასტროფაში დაიღუპა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სირიის Air Il-76 თვითმფრინავი დამასკოდან სირიის დროით 4:55 აფრინდა. თვითმფრინავი ზღვისპირა უბნებისკენ გაემართა, სადაც რუსეთის საჰაერო და საზღვაო ბაზებია განთავსებული. 2:32 საათზე თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და დაშვება დაიწყო. 2:39 საათზე კი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
"ის გაქრა რადარიდან - დიდი ალბათობაა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს", — განაცხადა წყარომ Reuters-თან.
დღეს, Reuters სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის დედაქალაქი, დამასკო დატოვა.
ამასთან, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავში, რომელიც დამასკოს აეროპორტიდან აფრინდა, სავარაუდოდ, ასადი იმყოფებოდა.
სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო - აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.