"სფეის იქსის" კოსმოსური ხომალდი „ქრიუ დრაგონი" კოსმოსურ სადგურზე გაუშვეს. ხომალდით ორი ამერიკელი ასტრoნავტი გაემგზავრა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოსმოსური მისიისთვის კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა გამოიყენეს. გაშვებას "ნასას" წარმმადგენლებთან ერთად შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დაესწრნენ. დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი გაფრენას კოსმოსური ცენტრიდან აკვირდებოდნენ, სადაც კორონავირუსის გამო თანამშრომლების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას მისცეს შესვლის უფლება.
ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს კერძო კომოპანიის მიერ მომზადებული რაკეტა ჩაიყვანს.
"ნასას" გაფრთხილების მიუხედავად, რაკეტის გაშვების სანახავად არ გასულიყვნენ და სოციალური დისტანცია შეენარჩუნებინათ, კანავერალის კონცხთან ახლოს, სანაპიროსა და მთებზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი თქმით, თუკი კოსმოსური მოგზაურობა წარმატებით დასრულდა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მალე კოსმოსური ტურიზმიც განვითარდება.