logo
ENG



Spiegel: შოლცის ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის G7-ის სამიტის ფაილები სანაგვეში იპოვეს

23 ივლ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/23/am05gfm1353x1nh.jpg

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და მისმა ცოლმა, განათლების მინისტრმა ბრიტა ერნსტმა საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაყარეს კონფიდენციალური დოკუმენტები, მათ შორის დიდი შვიდეულის სამიტის ფაილებიც.

შოლცის მეზობლებმა, პოტსდამში სანაგვე ურნაში იპოვეს გერმანიის სახელისუფლებო დოკუმენტები.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტები მოიცავდა კანცლერის შეხვედრების განრიგის კალენდარს, ელექტრონული მეილებით მიმოწერას და ერნსტის სიტყვით გამოსვლების შავ ვერსიებს. გადაყრილ ფაილებში ასევე იყო ბავარიაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის დოკუმენტი, რომელიც შეხვედრაზე დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოებსა და მოკლე პროფილებს მოიცავდა.

Spiegel-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ფაილები "გასაიდუმლოებული ინფორმაციაა - რომელიც მხოლოდ ოფიციალური პირები გამოიყენებენ".

გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციის რეგულაციის მიხედვით, ამ ტიპის კლასიფიცირებული ინფორმაცია კონკრეტული გზით უნდა განადგურდეს ისე, რომ მისი შინაარსი არ იყოს არც ამოცნობადი.

კანცლერს და განათლების მინისტრს Spiegel-ის კითხვებისთვის არ უპასუხიათ. ისინი ამ ადგილას საცხოვრებლად 2021 წელს გადმოვიდნენ. ოჯახის წინა საცხოვრებელ სახლში პოლიციის დაცვის მიუხედავად უცხო პირები რამდენჯერმე შეიჭრნენ.


close დახურვა