logo
ENG



StopCov ფონდის 138 მლნ-დან მთავრობამ 122 მლნ ბავშვების ერთჯერად დახმარებაზე დახარჯა

07 თებ 202117:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/07/6cyivahr6hozyn3.jpg

საქართველოს მთავრობამ StopCov ფონდში მობილიზებული 138.3 მილიონი ლარიდან 122.8 მილიონი 18-წლამდე ბავშვების ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე დახარჯა. 

ინტერპრესნიუსის მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ამ დახმარებაზე მთავრობას ფონდის თანხა არ ეყო და ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი გამოყო, ჯამში კი 187.8 მილიონი დახარჯა.

სააგენტოს ცნობით, მთავრობამ დარჩენილი თანხიდან 5.7 მილიონი საგანმანათლებლო დაწესებულებების საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობები შეისყიდვაში დახარჯა, 3.6 მილიონი კი 112-სა და 144-ზე გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე ცენტრის IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორიის მიერ კორონავირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს მოახმარა. ჯამში მთავრობამ სამივე მიმართულებაზე 132.9 მილიონი დახარჯა. 

ფონდი გასული წლის დასაწყისში შეიქმნა და მასში თანხას მოქალაქეები და კერძო კომპანიები რიცხავდნენ, მათ შორის 100 მილიონი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდმა ჩარიცხა. ფონდის მეშვეობით სულ 138.3 მილიონი ლარი შეგროვდა.


close დახურვა