logo
ENG



Strana - კიევის ერთ-ერთ რესტორანში სააკაშვილზე ცივი იარაღით თავდასხმა სცადეს

01 ოქტ 202019:53
3 წუთის საკითხავი
 
iw9aeosmjrbk0j0.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს, - ამის შესახებ Strana.ua პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, ფაქტი კიევის ერთ-ერთ რესტორანში, Fabius-ში მოხდა. 

"უცნობი კაცი შეიპარა რესტორანში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა.  ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ თავდამსხმელი დააკავეს და პოლიცია გამოიძახა. თუმცა ის არ დააკავეს. პოლიციის მოსვლამდე კაცი მიიმალა. თავდასხმის მოტივი უცნობია", - ამბობს სააგენტოს წყარო. 

მოგვიანებით, გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ით გამოეხმაურა. 

"სინამდვილეში კაცი მოვიდა კალმით ხელში და უბრალოდ ავტოგრაფი მთხოვა. სულ ეს არის", - წერს სააკაშვილი Facebook-ზე


close დახურვა