logo
ENG



TASS: მოსკოვში, ბიზნეს ცენტრის შენობას დრონებით თავს დაესხნენ

30 ივლ 202311:28
3 წუთის საკითხავი
 

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, გუშინ ღამით, მოსკოვში, ბიზნეს ცენტრის შენობას დრონებით თავს დაესხნენ.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბიზნეს ცენტრ მოსკოვი-სიტიში მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა. როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობინიანი აცხადებს, მოსკოვი-სიტიში ორი შენობა დაზიანებულია. მისი თქმით, დაშავებულია 1 ადამიანი.

რუსეთი მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ უკრაინელებმა მოსკოვში ორი დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხრიდან მოსკოვზე თავდასხმა 3 დრონით განხორციელდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, მოსკოვში, ამ დროისთვის ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილია.


close დახურვა