logo
ENG



TBC ბანკში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

05 იან 202416:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/05/gj4r3a4wu49xd3i.jpg

TBC-ს ბანკში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს თბილისში, TBC ბანკის სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და მიიმალა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერს უწყება.

 

 

 

close დახურვა