logo
ENG



TI: 2023 წლის 3 თვეში ქართულმა ოცნებამ 300 000 ლარის შემოწირულობა მიიღო

15 მაი 202317:03
3 წუთის საკითხავი
 
TI: 2023 წლის 3 თვეში ქართულმა ოცნებამ 300 000 ლარის შემოწირულობა მიიღო
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი  - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდის.

მეორე ადგილზეა ლელო საქართველოსთვის - 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 84 299 ლარით.

გამჭვირვალობის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ქართულმა ოცნებამ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა - მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს.

გამჭვირვალობის ანგარიში სრულად


close დახურვა