logo
ENG



TI: ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმის კომპანიას ბიუჯეტიდან 740 065 ლარი ჩაერიცხა

08 მაი 202016:56
3 წუთის საკითხავი
 
mjfl6lqb975vdzi.jpg

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის არჩევის შემდეგ მისი ძმის კომპანია „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის 14 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 5 მოიგო, შედეგად კი ბიუჯეტიდან ჯამში 740 065 ლარი ჩაერიცხა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა.

 


close დახურვა