ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის 2019 ინდექსი“. ორგანიზაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ ვითარებას აფასებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 44-ე ადგილზეა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით პოზიციების გაუარესებას გულისხმობს. 2018 წელს საქართველო 41-ე ადგილზე იყო.
საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული.
კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებშია, როგორიც არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია და სხვა.