logo
ENG



TI: მარნეულში ამომრჩეველმა ხმა 2-ჯერ მისცა, მესამედ ვერ შეძლო

02 ოქტ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 
TI: მარნეულში ამომრჩეველმა ხმა 2-ჯერ მისცა, მესამედ ვერ შეძლო
ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, მარნეულში, 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა, მესამედ კი ხელი დამკვირვებელმა შეუშალა. 

TI-ის ცნობით:

"ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება, რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი".

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა