logo
ENG



TI: საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს

30 ივნ 202009:39
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში სულ 3 ვაკანტური ადგილია, რომელზეც შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 9-ის ნაცვლად, 8 კანდიდატურა წარუდგინა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 8 პირის სია მაინც წარუდგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პარლამენტს მოუწოდებს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე 8 კანდიდატი იბრძვის: კაპანაძე ნათია, გრიგოლ მურღულია, მძინარაშვილი ბონდო, შონავა დოდო,  ჩლაიძე კონსტატინე, ზაურ ხალილოვი, აბაშიძე ზაზა და თამარ ამაშუკელი.

სამეურვეო საბჭოში სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძესა და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

 

 


close დახურვა