logo
ENG



TI: სასამართლომ რუსთავი 2-ს ჯოჯუასთვის ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა

23 მაი 202319:20
3 წუთის საკითხავი
clock 2194
2023/05/23/ldtjoh50cger3ah.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა.

"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ დიანა ჯოჯუას საქმე პირველ ინსტანციაში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუას კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა", - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

დიანა ჯოჯუამ რუსთავი 2 2019 წლის 20 აგვისტოს დატოვა. ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, კურიერის წამყვანი იყო. სამაუწყებლო კომპანიიდან აგრეთვე კურიერის წამყვანი მიშა სესიაშვილიც წავიდა. დიანა ჯოჯუამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ მიიღო.

"მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა", - თქვა დიანა ჯოჯუამ არხის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებისას. 


close დახურვა