logo
ENG



TI: წულუკიანის მიერ იუსტიციიდან უკანონო გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარით იზარალა

11 თებ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
TI: წულუკიანის მიერ იუსტიციიდან უკანონო გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარით იზარალა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, თეა წულუკიანის მინისტრობისას იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებების უკანონო გადაწყვეტილებების გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა 332 172 ლარით იზარალა.

ორგანიზაციის ცნობით, 5 დასრულებული საქმის შედეგად 202 672 ლარი უკვე გადახდილია, 129 500 ლარი კი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე კი აღნიშნული თანხა ყოველთვიურად იზრდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თეა წულუკიანის მმართველობის პირობებში იუსტიციის სისტემიდან დათხოვილი 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავს.


close დახურვა