თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მგზავრი, რომელიც მეტროში ჩავარდა ცოცხალია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ფორმულას სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ დაშავებული ახალგაზრდა კაცია და ის თავისუფლების მოედნის სადგურზე მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი, მგზავრთა მიღება შეზღუდულია მხოლოდ თავისუფლების მოედნის მეტროში.
„მგზავრი, ახალგაზრდა ბიჭი გამოყვანილია, ცოცხალია და გადაყვანილია კლინიკაში. მეტრო მაშინვე გაჩერდა ვინაიდან ძაბვა მოიხსნა. არ მუშაობდა პირველი ხაზი თუმცა ამ ეტაპზე უკვე აღდგენილია მოძრაობა. მხოლოდ მეტრო თავისუფლება არის დაკეტილი მგზავრთა მიღებაზე საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად“ - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
დღეს თბილისის მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
როგორც ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრის ლიანდაგებიდან ამოსაყვანად საჭირო გახდა ძაბვის მოხსნა, ამიტომ პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.