logo
ENG



TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

09 სექ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 
TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

"ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება", - წერს გრიგოლია. 

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდა, ყველა პასუხი უარყოფითი იყო და ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა.


close დახურვა