logo
ENG



TV პირველი ელისაშვილზე პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრებს ავრცელებს

18 აპრ 202419:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/kksktsyrvivkai7.jpg

TV პირველი დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე ძალადობის კადრებს ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დეპუტატი დაიჭირეს და პოლიციის კორდონში გამოატარეს.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები ხელებსა და ფეხებს, ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა ათობით პოლიციელმა ის ძალის გამოყენებით ადგილიდან გაიყვანა.

ალეკო ელისაშვილძე ძალადობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. 

თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნის მოტეხილობა აქვს. ასევე, დაზიანება აღენიშნება სახის არეში. 

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი", - ამბობს ელისაშვილი. 


close დახურვა