logo
ENG



TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს

20 ივლ 202111:29
3 წუთის საკითხავი
 
TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს

TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის პირი დააკავეს.

]გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 ივლისს თბილისის პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ კონტრაქციაზე თაბუკაშვილი-ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე TV პირველის ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი.

შსს-ს განცხადებით, 5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 22 პირი;
  • თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

close დახურვა