logo
ENG



Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები გაეროს ოფისში შსს-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

29 ივნ 202122:11
3 წუთის საკითხავი
 
Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები გაეროს ოფისში შსს-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები გაეროს ოფისში შსს-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

საუბრის თემა პრაიდის დაგეგმილი კვირეული და მისი მონაწილეების უსაფრთხოების საკითხები იყო. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა თქვა, რომ ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს უსაფრთხოების კუთხით. 

"ცხადია, პრაიდის უსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს უსაფრთხოების ნაბიჯებთან დაკავშირებით". - თქვა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა