logo
ENG



The Guardian: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს

08 ნოე 202312:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/08/lpy8c9wsrr16g1e.jpg

The Guardian-ი წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა.

ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები დღეს შეიკრიბნენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს განიხილავენ.

განხილვის შემდეგ, გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომლის რეკომენდაციებიც ევროკავშირის ლიდერებს გაეგზავნებათ დეკემბერში, საბოლოო ხელმოწერისთვის.

The Guardian-ის მსგავსად, დღეს გამოცემა Politico-მაც 2 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაციას გასცემს.

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათზე გახდება ცნობილი.


close დახურვა