logo
ENG



The Insider: ბუნდესტაგის დეპუტატის თანაშემწე FSB-ზე მუშაობს

02 თებ 202412:49
3 წუთის საკითხავი
clock 371
2024/02/02/2you4ou6u544yno.jpg

The Insider-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უკრაინული წარმოშობის რუსი პოლიტტექნოლოგი ვლადიმირ სერგიენკო, რომელიც ბუნდესტაგის დეპუტატის თანაშემწის პოზიციას იკავებს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) აგენტია. სერგიენკო პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" დეპუტატთან, ევგენი შმიდტთან მუშაობს.

2023 წლის ზაფხულში გამოცემები წერდნენ სერგიენკოს კონტაქტზე ვიღაც კაცთან მოსკოვიდან. ახლა ჟურნალისტებმა სოცქსელში დეპუტატის თანაშემწის მიმოწერა მოიპოვეს და მისი საკონტაქტო პირიც გამოავლინეს. როგორც ამტკიცებენ, ეს FSB-ს პოლკოვნიკი ილია ვეჩტომოვია.

მიმოწერის თანახმად, სერგიენკო თავისი საქმიანობის შესახებ მოსკოვის კურატორს აწვდიდა ინფორმაციას, ათანხმებდა შემდგომ ნაბიჯებს, ასევე მისგან დაფინანსებად იღებდა. სხვა საკითხებთან ერთად, სერგიენკომ მიაღწია იმას, რომ AfD-ის საპარლამენტო ფრაქციას შეეტანა სარჩელი გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა უკრაინაში ტანკების მიწოდება შეეჩერებინათ.

The Insider წერს, რომ ვეჩტომოვი FSB-ს მეხუტე სამსახურის მეცხრე განყოფილების თანამშრომელია, რომელიც უკრაინაზეა პასუხისმგებელი. მას ასევე აქვს პასპორტი ილია ვეკშინის სახელზე, რომლითაც თურქეთსა და ბელარუსში იმყოფებოდა, სადაც გადაბირებულ უკრაინელ მოქალაქეებს შეხვდა.

Der Spiegel-თან საუბრისას სერგიენკომ ბრალდებები უარყო. ის ამტკიცებს, რომ ვეჩტომოვს არ იცნობს და მისი კავშირები რუსეთთან გამოგონილია.

გამოცემის თანახმად, ახლა გერმანია ცდილობს, სერგიენკოს მოქალაქეობა ჩამოართვას, რომელიც 2022 წლის ნოემბერში მიანიჭა. გარდა ამისა, მას დროებით ბუნდესტაგში შესვლა შეეზღუდა.


close დახურვა