logo
ENG



The Insider: მოლდოვას გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ГРУ-ს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა

05 ივნ 202421:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/05/i7uzz6f3pt832e3.jpg

The Insider-ის გამოძიების თანახმად, მოლდოვას გენერალური შტაბის უფროსი, იგორ გორგანი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინფორმატორი იყო. 

გამოძიება ГРУ-ში მის კურატორთან, პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან გორგანის ტელეგრამ-მიმოწერას ეყრდნობა. 

გამოცემა წერს, რომ გორგანი რუსეთს ინფორმაციას მოლდოვას შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ცნობებს რეგულარულად აწვდიდა, ასევე, ავრცელებდა ინფორმაციებს უკრაინის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტების თაობაზე, რომლებმაც მოლდოვაში სამხედრო ტექნიკა და ჭურვები შეიძინეს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გორგანი თანამდებობიდან პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 2021 წლის ბოლოს გაათავისუფლა. თუმცა თავისი კავშირების გამოყენებით ის მოლდოვას თავდაცვის სამინისტროში ГРУ-ს ინფორმატორად რჩება.

გამოძიების თანახმად, გორგინმა და მაკაროვმა კონტაქტი განსაკუთრებით აქტიური 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გახდა. კონფიდენციალურად ისინი ერთმანეთს ძირითადად კაფეებში და თევზაობის დროს. 

დგინდება, რომ ГРУ განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იმით, თუ რა სამხედრო ტექნიკას ყიდულობდა უკრაინა მეზობელი ქვეყნებისგან, მათ შორის მოლდოვასგან. 

როგორც გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, გორგინმა მაკაროვს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული Укроборонэкспорт-ი მოლდოვასგან ექვსი MiG-29 თვითმფრინავის შეძენას ცდილობდა. 

"უკრაინელები უკვე 3 კვირაა დადიან ჩვენს თავდაცვის სამინისტროში და ითხოვენ ყველაფერს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებს". 

სამხედრო დაზვერვაში Insider-ის წყაროს ვარაუდით, გორგანის ГРУ-სთან კონტაქტები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ის ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოსა და ერაყში NATO-ს საერთაშორისო მისიებში მსახურობდა. მაკაროვამდე ის სადაზვერვო კავშირში იყო კიშინიოვში რუსეთის სამხედრო ატაშე ვადიმ უხნალევთან. 


close დახურვა