logo
ENG



The Telegraph: ბორის ჯონსონი შესაძლოა NATO-ს გენერალური მდივნობის კანდიდატად განიხილებოდეს

27 ივლ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/27/iax8hephea6te8n.jpg

ბრიტანული გამოცემა, The Telegraph-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შესაძლოა ის NATO-ს გენერალური მდივანობის კანდიდატად განიხილებოდეს.

კონსერვატიული პარტიის წევრები, რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა ჯონსონის კანდიდატურას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე მხარს დაუჭერენ. ასევე ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატი, დევიდ ჯონსი.

"თუ ის NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე განაცხადს შეიტანს, მე ეჭვი მაქვს, რომ მას შეუძლია პრეზიდენტს რეკომენდაციებისთვის მიმართოს," - განაცხადა ფრანსუამ.

ერთ-ერთი წყარო ბრიტანულ გამოცემასთან ამბობს, რომ შესაძლოა საფრანგეთმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს და გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

"რეალობა ისაა, რომ NATO-ს წარმომადგენლები ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ინიშნებიან. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ვეტოს დადება. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი მაკრონი ბორის ჯონსონს NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე წარადგენს? ეს არის გამოწვევა ბრიტანული მხარისთვის. აუცილებელია, რომ ამერიკა და საფრანგეთი მხარს გიჭერდნენ," - თქვა ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით.

NATO-ს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2014 წლეს 5 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელდა. 24 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სტოლტენბერგი 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩებოდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან 7 ივლისს გადადგა. იქამდე, სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.

20 ივლისს დეპუტატთა კენჭისყრის ბოლო ტური გაიმართა, სადაც ორი ფინალისტი აირჩიეს, დიდი ბრიტანეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი და ყოფილი კანცლერი, რიში სუნაკი. 21 ივლისს ბრიტანეთის პარლამენტი შესვენებას იწყებს. ამ პერიოდის განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ ლიდერს ფოსტით კენჭს უყრიან. შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.  


close დახურვა