logo
ENG



The Telegraph: ბრიტანეთი და ევროკავშირი G20-ის სამიტზე რუსეთს ბოიკოტს გამოუცხადებენ

12 ნოე 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/qadvgce4niow8n1.jpg
Stefani Reynolds / AFP via Getty Images

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთი და ევროკავშირი დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის დელეგაციის ბოიკოტსა და რუსეთის სიტყვით გამოსვლისას დარბაზის დატოვებას გეგმავენ.

გამოცემის ცნობით ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ბალიში დაგეგმილ სამიტზე რუსეთის იზოლირებისთვის.

ცნობილია რომ დიდი ოცეულის სამიტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება. მის ნაცვლად რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ისინი ასევე მოუწოდებენ სამიტზე დამსწრე სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ გამართონ შეხვედრები რუსეთის ფედერაციასთან და დატოვონ დარბაზი ლავროვის გამოსვლისას.

„ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებმა რათა ვაჩვენოთ ძალიან, ძალიან, ძალიან მტკიცედ თუ რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა იმ დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე.

ეს ასევე ნიშნავს მათთვის მოწოდებას, რომ არ შეხვდნენ ლავროვს ან ნებისმიერს, ვინც რუსეთის დელეგაციას უძღვება ან რომ ხალხმა დატოვოს დარბაზი, როცა რუსეთი დაიწყებს საუბარს.

როგორც წესი გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან ერთად საგარეო პოლიტიკაში კოორდინირებულ ქმედებებს არ იზიარებს მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს და ორმხრივად ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას.“ - განაცხადა საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომი ბალიში დაგეგმილ სამიტზე მთავარი თემა იქნება და ეს სამიტი არ იქნება ჩვეულებრივი ბიზნეს შეხვედრა.

„აქ არის შესაძლებლობა, რომ მშვიდობის მესიჯი გავავრცელოთ, იქნება კოალიცია და რუსეთი იქნება იზოლირებული“ - აცხადებს წყარო გამოცემასთან.

 

close დახურვა