logo
ENG



The Times: ირანის უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია

07 აპრ 202611:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/07/os98dy1h68hwktu.jpeg

The Times-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია. ხამენეი ქალაქ ყუმში მკურნალობს, მას ქვეყნის მართვა არ შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია დიპლომატიურ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, შეერთებული შტატებისა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს:

„მოჯთაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია“ - ვკითხულობთ დიპლომატიურ მემორანდუმში, რომელიც ორი ქვეყნის დაზვერვას ეყრდნობა და სპარსეთის ყურეში მოკავშირეებს გაუზიარეს.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ვაჟმა დაზიანებები 28 თებერვალს აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მიიღო


close დახურვა