logo
ENG



The Times: პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში სამმა ადამიანმა დაარწმუნა

03 ნოე 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
The Times: პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში სამმა ადამიანმა დაარწმუნა

The Times რუსეთის ხელისუფლებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრის აუცილებლობაში ვლადიმერ პუტინი სამმა ადამიანმა დაარწმუნა.

The Times-ის წყაროს მიხედვით, საუბარია უსაფრთხოების საბჭოს მდივანზე ნიკოლაი პატრუშევზე, FSB-ს დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვზე და მილიარდერ იური კოვალჩკზე.

ამასთან, როგორც გამოცემა იტყობინება, ომის დაწყების საკითხში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ "მხოლოდ მერყევი შემსრულებელი იყო".

The Times-ის ცნობით, ინტერვენციის ინიციატივა ძალოვანი ბლოკისგან მოდიოდა. გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ რუსული ელიტის დიდი ნაწილი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ ინფორმირებული არ იყო, რადგან პუტინის სიტყვები "ბლეფად" მიაჩნდათ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა. 


close დახურვა