logo
ENG



The Wall Street Journal: ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ალ-ასადს სირიის დატოვებისკენ მოუწოდეს

07 დეკ 202419:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/6thsrty9g8kbtza.jpg

The Wall Street Journal სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ალ-ასადს სირიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

გამოცემას სირიელმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს, რომ სირიის პრეზიდენტის მეუღლე და შვილები რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო თავად ბაშარ ალ-ასადი სირიაში იმყოფება. ვაშინგტონში სირიის საელჩომ ეს ინფორმაცია უარყო.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა ალ-ასადს დროებითი საბჭოს ფორმირება ურჩიეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ.

The New York Times წერს, რომ ასადის მოკავშირეები: ირანი, რუსეთი და ჰეზბოლა საკუთარი პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულები. ირანი და ჰეზბოლა ისრაელთან წინააღმდეგობითაა დაკავებული, ხოლო რუსეთი - უკრაინის წინააღმდეგ ომით.

შეიარაღებულმა ჯგუფებმა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ შეტევა ნოემბრის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისლამისტებმა მოახერხეს ქალაქების - ალეპოს, ჰამას და დაირ-ელ-ზავრის - თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცევა. არსებობს ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო ფორმირებებმა დაიკავეს დარაა, სადაც 2011 წელს დაიწყო აჯანყება ასადის წინააღმდეგ.

 

 

 

 


close დახურვა