logo
ENG



Tik Tok-ი რუსეთში ახალი კონტენტის განთავსებასა და პირდაპირ ეთერში გასვლის ფუნქციას ზღუდავს

06 მარ 202223:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/gbvir0tu03pmezo.jpg

გასართობი პლატფორმა Tik Tok-ი რუსეთში ახალი კონტენტის განთავსებასა და პირდაპირ ეთერში გასვლის ფუნქციას ზღუდავს.

როგორც პლატფორმის Twitter-ის გვერდზე წერია, მათი გადაწყვეტილება რუსეთში "ყალბი ახალი ამბების" შესახებ კანონის ამოქმედებას უკავშირდება. 

"კანონის გათვალისწინებით, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქცია და ახალი კონტენტის განთავსება ჩვენი ვიდეო სერვისისთვის, სანამ განვიხილავთ ამ კანონის უსაფრთხოების შედეგებს. გავაგრძელებთ გარემოებების შესწავლას, რათა დავადგინოთ, თუ როდის შევძლებთ მუშაობის აღდგენას", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა