logo
ENG



Times: პუტინმა ისე დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა, რომ აღდგენას, შესაძლოა, 30 წელი დასჭირდეს

23 დეკ 202215:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/hd8m6j5q9iy3c7s.jpg

The Times-ის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო ძალები, რომ სტატუსის აღდგენას, შესაძლოა, 30 წელი დასჭირდეს.

"კიევმა მოახერხა რუსული ტანკების ნახევარის განადგურება და მოსკოვმა სწრაფად გამოიყენა რაკეტების, საბრძოლო მასალისა და ჭურვების მარაგი. ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთს 20-დან 30 წლამდე დასჭირდეს ეკონომიკისა და სამხედრო ძალების აღსადგენად", - წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, კრემლმა კი ომზე უკვე წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა. Times-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკრაინა ომს იგებს. მისი თქმით, ეს ჩანს იმაში, რომ რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, კრემლის ბირთვული რიტორიკა კი ჩაცხრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთი ეტაპობრივად ზრდის უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას. კერძოდ, 21 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დათანხმდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები “Patriot” მიეწოდებინა, რაც კიევს ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების ჩამოგდების საშუალებას მისცემს.


close დახურვა