Times of Israel-ის ცნობით ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს. Times of Israel-ი ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით დარტყმები განახორციელეს.
ირანული მედიის ინფორმაციით, ნატანზის ბირთვულ ობიექტზე იერიშების შემდეგ ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.
