logo
ENG



Times of Israel: ისრაელმა და აშშ-მა ნატანზის ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

21 მარ 202616:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/21/6fwpb0wm61n55it.jpg

Times of Israel-ის ცნობით ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს. Times of Israel-ი ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით დარტყმები განახორციელეს.

ირანული მედიის ინფორმაციით, ნატანზის ბირთვულ ობიექტზე იერიშების შემდეგ ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

 

 


close დახურვა