logo
ENG



Twitter-დან რუსეთის პროპაგანდისტული ანგარიშები გაქრა

12 ივნ 202014:22
3 წუთის საკითხავი
clock 340

"ტვიტერის" პლატფორმიდან რუსეთის პროპაგანდისტული ანგარიშები გაქრა. საიტიდან 1 152 გვერდი წაშალეს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერ კამპანიასთან ერთად ოპოზიციონერთა საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა.

რუსული ანგარიშების გარდა ტვიტერმა რეკორდული რაოდენობის 170 ათასი ჩინური გვერდიც გააუქმა. მათი დიდი ნაწილი კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებდა ჰონგ კონგის მოვლენებზე და ჩინეთის ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 

ტვიტერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 24 ათასამდე ჩინური გვერდი აქტიური იყო, დანარჩენი 150 ათასი ანგარიში კი ამ გვერდებს რეკლამას უწევდა. კომპანიის წესების დარღვევისთვის ტვიტერმა, თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერი 7 ათასზე მეტი ანგარიშიც გააუქმა. 


close დახურვა