„ტვიტერის" ყოფილ თანამშრომელს საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
აჰმად აბუამოსა და ალი ალზაბარაჰს საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემა ედებათ ბრალად.
ბრალდებულები იმ მომხმარებლების პირად მონაცემებს მოიპოვებდნენ, რომლებიც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის შესახებ კრიტიკულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ.