logo
ENG



UKRAINA.GE - უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო საიტი ამუშავდა

04 მარ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/04/o35k153wj8q9hvv.jpg

უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო საიტი UKRAINE.GE ამუშავდა. 3 მარტს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის და საგამოძიებო ბიუროს, მედია საკონსულტაციო ჯგუფის, სამოქალაქო ერობისა და სტუდია "ვესტ ვექტორ პროდაქშენის" ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული საიტის მეშვეობით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიზნობრივი დახმარება გაუწიონ უკრაინელ ხალხს. პეზენტაციას უკრაინის სალეჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

"საიტის საშუალებით, ჩვენ ვაპირებთ დავაკავშიროთ დონორები და მოხალისეები მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება; ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ახალი ინიციატივების შესახებ და გაგაცნობთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი შემოწირულება უკრაინელი ხალხის გამარჯვებისთვის.

დღემდე თანხობრივი და მატერიალური შემოწირულებების სახით ჩვენ შევძელით 1 181 400 ლარის მობილიზაცია და ეს, ქველმოქმედი ადამიანების გარეშე არასდროს მოხდებოდა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც უკვე გააკეთა შემოწირულებები და აქტიურობისკენ მოვუწოდოთ მათ, ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდებათ მომავალში", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.


close დახურვა