logo
ENG



UNIAN: კიევში ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს, სადაც ოჯახი იჯდა, დაიღუპა 7 წლის ბავშვი

27 თებ 202209:17
3 წუთის საკითხავი
 
UNIAN: კიევში ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს, სადაც ოჯახი იჯდა, დაიღუპა 7 წლის ბავშვი

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ცნობით, 26 თებერვალს ოკუპანტების დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა (ДРГ) მანქანას ესროლეს, რომელშიც ოჯახი იჯდა სამი ბავშვით.

გამოცემა LB.ua დაღუპულის თანაკლასელის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა ელენა ტალიჰას ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მე-4 კლასელი პოლინა და მისი მშობლები სროლის შედეგად მოკლეს, დანარჩენი ბავშვები კი დაჭრეს. ისინი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თანაკლასელის დედის ცნობით, დაღუპული გოგოს და კიევის კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მას ტყვიის სროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანება აქვს.


close დახურვა