logo
ENG



UNICEF-ის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დროს თითქმის 1000 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა

24 აგვ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/ja86fnro1m6zuzq.jpg
Nina Liashonok/Ukrinform/Future Publishing/Getty Images

UNICEF-ის მონაცემებით, სულ მცირე 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

"და ეს მხოლოდ ის ციფრებია, რომლის გადამოწმება გაერომ შეძლო. ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტი რიცხვი გაცილებით მაღალია." - თქვა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში სასწავლო პროცესზე და იმაზე თუ რა დიდ დანაკარგებს განიცდიან უკრაინელი ბავშვები ამ ომის შედეგად. 

"სასწავლო წლის დაწყება სულ რაღაც ერთ კვირაში არის მკვეთრი შეხსენება იმისა, თუ რამდენი დაკარგეს უკრაინაში ბავშვებმა. უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა განადგურდა საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლები იყო სამიზნე, რის შედეგადაც ოჯახები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავიანთი შვილების სკოლაში გაგზავნის გამო. ჩვენი ვარაუდით, 10 სკოლიდან 1 დაზიანებულია ან დანგრეულია."- თქვა რასელმა. 

რასელმა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხოება, სტაბილურობა და მხარდაჭერა. "ყველა ბავშვი უნდა იყოს სკოლაში და უნდა ჰქონდეთ სწავლის შესაძლებლობა, მაგრამ ყველაფერზე მეტად, უკრაინის ბავშვებს მშვიდობა სჭირდეთ."

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2328 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 289 კი მთლიანად განადგურდა.


close დახურვა