logo
ENG



Unian: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

03 მარ 202204:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/q6edmxlor1ibmlb.png

უკრაინული გამოცემა, Unian-ის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის სხვადასხვა დასახლებაში ღამის 1:40-ის შემდეგ აფეთქებების ხმა ისმის.

მოწმე Unian-ს უყვება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა გოლოსევოსა და პეჩერსკის დასახლებებში. აფეთქებები მეტროს სიახლოვესაც ისმის.

ქალაქში ჩართულია საჰაერო თავდასხმის სიგნალი. ყველა მაცხოვრებელს უახლოეს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა