logo
ENG



Unian: უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა

19 მარ 202221:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/lo8esussb2uhe0m.png

Unian-ის ინფორმაციით, უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო დაზვერვის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ოკუპანტი მეგობარ გოგოს ელაპარაკება. 

საუბარში ოკუპანტი ამბობს, რომ შიმშილით იხოცებიან და საჭმელი არაფერი აქვთ.

"აქ საჭმელი არაფერი გვაქვს. გუშინ იხვი მოვიპარეთ! ვბომბავთ მაღაზიებს. ვშიმშილობთ...ერთმა ბებომ ღვეზელები მოიტანა - 8 ადამიანი თუთიაში [კუბოთი] უკან დაბრუნდა", - თქვა რუსმა სამხედრომ და აღნიშნა, რომ ღვეზელები მოწამლული იყო. 


close დახურვა