logo
ENG



VK-ის ორი ტოპ-მენეჯერი "ტრაგიკული შემთხვეის შედეგად" დაიღუპა

07 ივნ 202212:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/zbnluzvrau68ecm.jpg
РИА Новости / Владимир Трефилов Перейти в фотобанк

VK გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვლადიმერ გაბრიელიანი და VK შესყიდვების დირექტორი სერგეი მერზლიაკოვი "ტრაგიკული შემთხვეის შედეგად" დაიღუპნენ. ამ ინფორმაციას თავად კომპანია ადასტურებს. 

"ვგლოვობთ ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. ვლადიმერ და სერგეი სამუდამოდ იქნებიან ჩვენი გუნდის ნაწილი". - ნათქვამია VK-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ორი ყველგანმავალი მანქანა, რომელიც მიემართებოდა თეთრი ზღვის სანაპიროზე, გადაბრუნდა მდინარე ბოლშაია ბუგრიანიცას გადაკვეთისას.  ერთ-ერთში იმყოფებოდნენ  ვლადიმერ გაბრიელიანი და სერგეი მერზლიაკოვი.

7 ივნისს,  წყაროებზე დაყრდნობით Baza იტყობინება, რომ გაბრიელიანის და მერზლიაკოვის ცხედრები მაშველებმა იპოვეს.

 

close დახურვა