ამერიკელი ექსპერტები კოვიდ 19-თან ბრძოლის დაწყებიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისგან დამალული არაფერი ყოფილა. განცხადება ტეროს გებრეიესუსმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ამერიკელი ლიდერების საპასუხოდ გააკეთა.
ორგანიზაციის დირექტორი გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა და ჯანმოს დაფინანსება შეუჩერა. პრესკონფერენციაზე გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი კოვიდ 19-ს პოლიტიკასთან აკავშირებს, რაც არასწორია.