ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
WHO-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის დაფიქსირებულია ე.წ. მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა 75 ქვეყანაში. ვირუსის აფეთქების პერიოდში გამოვლინდა 5 გარდაცვალების შემთხვევა.
WHO-ს ცნობით, დღესდღეობით ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ ორი მსგავსი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, კორონავირუსის პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.