logo
ENG



WHO: კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შეთანხმებული მიდგომებით არის შესაძლებელი

06 მარ 202008:19
3 წუთის საკითხავი
 

"კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შეთანხმებული მიდგომებით არის შესაძლებელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გებრეი-ესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-მა შესაძლოა პანდემიის სახე მიიღოს, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მისი შეკავება შეუძლიათ.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი 89 ქვეყანაში ფიქსირდება. მთლიანობაში დადასტურებულია ვირუსის 98 ათასზე მეტი შემთხვევა. აქედან 3,385 ფატალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 55 ათასს გადააჭარბა. 

ვირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა იტალიაში და 148 ადამიანი შეადგინა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს ირანში 108, დიდ ბრიტანნეთში 1, საფრანგეთში 7, სამხრეთ კორეაში 40, შეერთებულ შტატებში კი 12 ადამიანი ემსხვერპლა. 

ახალი ვირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთშიც. 

 

 


close დახურვა