logo
ENG



WP: უკრაინა იარაღს, კონგრესის დამტკიცებიდან, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მიიღებს

21 აპრ 202412:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/21/db3eaukau8mnb5u.jpg

ამერიკული გამოცემა The Washington Post აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონგრესის მიერ უკრაინას დახმარების კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ კიევი შეიარაღებას ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, ვაშინგტონში ვერ ადასტურებენ, რა მოცულობის იქნება პაკეტი, თუმცა აცხადებენ, რომ მის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება ის საბრძოლო მასალაა იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები ყველაზე მეტად ეყრდნობოდნენ. მათ შორისაა 155 მმ-იანი ტყვიები და საშუალო დისტანციის სარაკეტო არტილერია.

ასევე სავარაუდოა, რომ პენტაგონი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ახალ პარტიას გაუგზავნის, რაც გადამწყვეტია რუსეთის დაუნდობელ კამპანიასთან ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბრძოლველად.


close დახურვა