ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა ევროპის ქვეყნების სამხედროებმა გააკონტროლონ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
წყაროზე დაყრდნობით, WSJ-ის თანახმად, ამ ინიციატივის შესახებ ტრამპმა 7 დეკემბერს, პარიზში ისაუბრა, როდესაც ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
წყაროსგან როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, მაგრამ მას სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა კარგად შეიარაღებული იყოს.
WSJ-ის ინფორმაციით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში ევროპამ დიდი როლი უნდა შეასრულოს. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგისთვის ევროპულმა ქვეყნებმა სამხედროები უკრაინაში უნდა გაგზავნონ.
ასევე, წყაროს ცნობით, ტრამპს არ გამოურიცხავს, ამ შეთანხმებისთვის აშშ-სგან მხარდაჭერა, თუმცა, წყაროს ცნობით, ეს მხარდაჭერა უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ გულისხმობს.
ტრამპმა, ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერებისგან ჩინეთზე წნეხის გაზრდით რუსეთი ომის დამთავრებაზე დათანხმდება.
***
7 დეკემბერს, პარიზში ემანუელ მაკრონი, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ.
ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა სურს.
"მას მშვიდობის დამყარება სურს. ეს სიახლეა. მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. დეტალებზე არ გვისაუბრია. ის ფიქრობს, რომ დროა და პუტინმა უნდა იფიქროს, რომ დროა, რადგან როცა 700 000 ადამიანს კარგავ, დროა. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება", - განაცხადა ტრამპმა.