The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ.
The Trump Organization-ის პროექტის პარტნიორების წარმომადგენელის თანახმად, ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.
ცათამბჯენს არქიტექტურული კომპანია Gensler-ი აპროექტებს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ს და Biograpi Living-ს. პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი Sapir Organization.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილის ერიკ ტრამპის თქმით, თბილისში დაგეგმილი პროექტით კომპანიის "გლობალურად ცნობილი სრულყოფილების სტანდარტი" საქართველოშიც გავრცელდება.
გამოცემა წერს, რომ 2012 წელს ეს კომპანია გეგმავდა პროექტს ბათუმში, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა, რათა აეცილებინა ინტერესთა კონფლიქტის შთაბეჭდილება.
