logo
ENG



WSJ: რუსეთი დრონების სანაცვლოდ ირანს კიბერ იარაღს აწვდის

27 მარ 202321:37
3 წუთის საკითხავი
clock 589
2023/03/27/81uj847gjps8fbt.jpg

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთი ირანს კიბერ იარაღს, შედარებით იაფი დრონების სანაცვლოდ აწვდის, რომლებსაც კრემლი უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშის მიტანისთვის იყენებს.

გამოცემის წყაროების თქმით, მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ირანი დათანხმდა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების გარდა, მცირე რადიუსის რაკეტების და სატანკო და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას.

"რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ირანთან სამხედრო ურთიერთობების გაღრმავების სარგებელი ნებისმიერ უარყოფით საკითხს აღემატება", - აღნიშნავს WSJ.

WSJ წერს, რომ ირანი ითხოვს კიბერ დახმარებას, ასევე, ათობით ელიტარულ რუსულ თავდასხმით ვერტმფრენს და გამანადგურებელს და დახმარებას შორი დისტანციის სარაკეტო პროგრამაში.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანის კიბერ-მომსახურების მთავარი მიმწოდებელი რუსული კომპანია Proteus-ია, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აქვს კონტრაქტები.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულიდან რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების შაჰიდის უპილოტო საფრენ აპარატებს [დრონებს] იყენებს. მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები მუდმივად უწესებენ სანქციებს ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებაში და მათ რუსეთს აწვდიან.


close დახურვა