logo
ENG



WSJ: ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმები გააორმაგეს

20 ნოე 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/92sfosuzmwenqn1.jpg

The Wall Street Journal-ის ცნობით, ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმები გააორმაგეს.

გამოცემა წერს, რომ რუსი ოკუპანტების ხერსონიდან უკან დახევამ რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა 20 000 ჯარისკაცი ფრონტის სხვა მიმართულებებზე გადაეყვანა დაჯგუფებების გასაძლიერებლად. გამოცემის თანახმად, ზოგიერთი მათგანი დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთით გაგზავნეს.

როგორც The Wall Street Journal იუწყება, უკრაინა სწორედ დონეცკის რეგიონში ემზადება ახალი შეტევისთვის, ხერსონიდან გამოყვანილი ჯარები კი მობილიზებულ რუსებს შეუერთდებიან. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ამ მიმართულებით თავდასხმების ინტენსივობა გაზარდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ პარასკევს, 18 ნოემბერს, დონეცკის რეგიონში 100-მდე დაბომბვა დაფიქსირდა.


close დახურვა