logo
ENG



Washington Examiner: საქართველოს დემოკრატია იძირება, ის ტრამპმა უნდა გადაარჩინოს

01 თებ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

„საქართველოს დემოკრატია იძირება. ის ტრამპმა უნდა გადაარჩინოს“ - სტატიას ამ სათაურით საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „Washington Examiner“-ი ავრცელებს. ავტორი ტომ როგანი წერს, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თელავენ.

„საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ივანიშვილი წარმოადგენს რეალურ ძალას მმართველი ქართული ოცნების პარტიის უკან და ის ამ ძალაუფლებას პარაზიტივით იყენებს“, - წერია სტატიაში.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებაზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და დემონსტრანტებზე თავდასხმებზე. ერთ-ერთ მაგალითად ჟურნალისტი ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმებასაც ასახელებს, რომელიც, ავტორის აზრით, საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის საპორტო ჰეგემონიისთვის და ივანიშვილმა პროექტი პუტინის ბედნიერებისთვის მოკლა.

სტატიაში, ასევე, ხაზგასმულია კონგრესმენებისა და სენატორების მიერ გამოგზავნილი კრიტიკული სტატიებიც, თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და გზავნილები უმაღლესი პირებისგან, დონალდ ტრამპისგან ან მაიკ პომპეოსგან უნდა წამოვიდეს. სხვა შემთხვევაში, სტატიის ავტორის აზრით, ივანიშვილი ჩათვლის, რომ ამერიკა მხოლოდ ლაპარაკობს და არ მოქმედებს.

„რაც ხდება საქართველოში, ეს არის ადამიანური ტრაგედია და საფრთხე საერთაშორისო წესრიგისთვის“, - წერია სტატიაში. 


close დახურვა