logo
ENG



WizzAir: ქართველი მოგზაურებისთვის ბილეთების ფასი არ გაიზრდება

11 მაი 202018:30
3 წუთის საკითხავი
 
rf27qwnp9svjtmc.jpg


ავიარეისების აღდგენის შემდეგ, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “ვიზეარი” ბილეთის ფასებს არ გაზრდის. ამის შესახებ “ბიზნეს ფორმულას” Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა განუცხადა. როგორც ანდრაშ რადომ აღნიშნა, პირელ ეტაპზე, კომპანია მგზავრთნაკადის მინიმალურ რაოდენობას ელის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ფრენების აღდგენის შემდეგ, თავდაპირველად, მათი მგზავრები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პირები იქნებიან, რომლებსაც ფრენა საცხოვრებლის ან სამუშაო ადგილის გამო უწევთ. 

“ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან, თუ როდის შევძლებთ ფრენების განახლებას საქართველში. თუმცა, მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნა საკმარისი არ არის. მეორე მხრივ, ველოდებით დირექტივებს იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ქუთაისიდან ფრენები უნდა შესრულდეს. სანამ ეს გაიდლაინები არ გვექნება და სანამ საქართველო არ დაუშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას, ვერ შევძლებთ ფრენების დაწყებას. ჩვენ არ ვაპირებთ საფასო პოლიტიკის შეცვლას. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ ძალიან დაბალ ფასებს და მაღალი ხარისხის სერვისს. ჩვენი კომპანია სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. ასე რომ შემიძლია დავამშვიდო ქართველი მოგზაურები, რადგან ფასები იქნება ისეთივე მომხიბლელი და ხელმისაწვდომი, როგორც ადრე”, - განაცხადა ანდრაშ რადომ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველი ივლისიდან უნდა გაიხსნას. 


close დახურვა